18 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მძღოლები გაიფიცნენ

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მძღოლები გაიფიცნენ და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები მგზავრთა მომსახურებაზე უარს აცხადებენ.

მძღოლები მედიასთან არ საუბრობენ, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ისინი ერთმანეთს სვლა-გეზის გრაფიკის დარღვევაში და ერთმანეთისათვის საქმიანობაში ხელისშეშლაში ადანაშაულებენ.

გაფიცულები დღეს დაკითხვაზე ბაღდათის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

ბაღდათის მერიაში კი აცხადებენ, რომ ისინი კერძო დავაში ვერ ჩაერევიან.

„ეს გახლავთ კერძო სამართლის იურიდიული პირი, ავტოსატრანსპორტო საწარმო, რომელმაც თვითონ უნდა უზრუნველყოს მოცემული პირობების შესაბამისად მგზავრთა გადაადგილება,“ - განაცხადა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსხურის უფროსმა, კახა გოგლაძემ.

დღის ამბები