ატენის ქუჩის მცხოვრებლების პროტესტი გრძელდება - ისინი დედაქალაქის მერიას სამართლოს გადაწვეტილების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ და უწყებას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავენ.
სუბარია არქიტექტურის სამსახურის მიერ 2018 წლის 15 იანვარს გაცემული მშენებლობის ნებართვაზე, რომლის მიხედვითაც ატენის 19 ნომერში 27 სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს.
ამ კორპუსის მშენებლობა უზენაესმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2017 წლის 20 აპრილს უკანონოდ გამოაცხადა.
მსახიობ თათული დოლიძის თქმით, მისი სახლის სახურავი დაზიანდა და აღნიშნავს, რომ ეს პრობლემა არ აღმოფხვრეს.
„სამჯერ ჩვენი ოჯახი გადაურჩა სიკვდილს, პირდაპირი მნიშვნელობით გეუბნებით. ამწეს როცა აწყობდნენ, ჩვენდა საბედნიეროდ, ეს ამწე გადავარდა საძირკვლის მხარეს და არა ჩემი სახლის. მაგრამ სამაგიეროდ, ჩემი სახლი ვერტიკალურად ახტა... რატომ მეხებიან მე, რატომ ეხებიან ჩემს ქონებას 21-ე საუკუნეში. სირცხვილია, ვერ შედგება ეს სახელმწიფო, არ არის შემდგარი სახელმწიფო, სახელმწიფო, სადაც კერძო საკუთრება არ არის დაცული, ის სახელმწიფო არ არის,“ - აცხადებს თათული დოლიძე.
მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი მერიას აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების გამო აკრიტიკებს.
სააგენტო ”ჯე-არტის” დირექტორი, ეკა ანდრონიკაშვილი თბილისის მერს უნდობლობას უცხადებს.
„როგორ უნდა ვენდო მე მერს, რომელიც ავირჩიეთ და რომელიც შეგვპირდა, რომ ასეთ რაღაცეებს აღარ დაუშვებს. დასაწყისშივე თავისი მოღვაწეობის, პირველივე განკარგულება მან გასცა ამ მშენებლობის გაგრძელების უფლება,“ - განაცხადა ანდრონიკაშვილმა.