18 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
იუსტიციის საბჭოში დღეს განახლებული შემადგენლობით პირველი სხდომა გაიმართა

იუსტიციის საბჭოში დღეს განახლებული შემადგენლობით და ანა დოლიძის მონაწილეობით პირველი სხდომა გაიმართა. პრეზიდენტის მიერ დანიშნული საბჭოს არამოსამართლე წევრი უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად სწორედ დღეიდან შეუდგა.

„საბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო. ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა დასალაგებელია, ძალიან ბევრი მხრივ. შესაბამისად, საბჭო არის და იქნება დატვირთული და მე, როგორც საბჭოს წევრი გპირდებით, რომ ვიქნები ძალიან პროაქტიული, იმიტომ, რომ ჩემი თავის მოვალეობად მიმაჩნია ასეთი საქმიანობა,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

სხდომაზე იმსჯელეს საქმეთა ელექტრონული გადანაწილების სისტემაზე და იუსტიციის სკოლის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს მოუსმინეს.

დღის ამბები