20 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
კატალონიის ყოფილი ლიდერი ბრიუსელიდან დანიაში ჩავიდა

ოფიციალური მადრიდის გაფრთხილების მიუხედავად, კატალონიის ყოფილი ლიდერი ბრიუსელიდან დანიაში ჩავიდა. კარლეს პუჩდემონი დღეს, კოპენჰაგენის უნივერსიტეტში ესპანეთის ავტონომიური რეგიონის საკითხზე დაგეგმილ დებატებში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე კი, კატალონიის ყოფილი ლიდერის დანიაში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება ესპანეთის პროკურატურამ გაავრცელა.

უწყებამ პუჩდემონის საქმის განმხილველ მოსამართლეს შესაძლოა სთხოვოს, რომ დანიაში მისი დაკავების შესახებ ახალი მოთხოვნა გაგზავნოს.

დღის ამბები