20 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
უკრაინულმა მართლმსაჯულებამ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ყოფნის კანონიერებაზე მსჯელობა კვლავ გადადო

უკრაინულმა მართლმსაჯულებამ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ყოფნის კანონიერებაზე მსჯელობა კვლავ გადადო. კიევის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც მოსამართლეთა აცილებას ითხოვდა.

კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოს გადაეცემა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მომხრეები აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მათთვის მისაღებია.

ამ გადაწყვეტილებით კი მოქალაქეობის გარეშე დარჩენილ ოდესის ყოფილ გუბერნატორს, რომელიც სახელმწიფოსგან სამართლებრივ სტატუს ითხოვს, კვლავაც ეძლევა ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის საშუალება.

„სასამართლოს დავალებული ჰქონდა, რომ საერთოდ არ დაეკმაყოფილებინა მიხეილ სააკაშვილის სააპელაციო სარჩელი. ისინი აპირებდნენ, გაეკეთებინათ ისე, რომ ძალაში შესულიყო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ დავალება პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ჰქონდათ მიღებული, მაინც ვერ გარისკეს. ამით განხილვა გადავადდა, ჩვენ კი დრო მოგვეცა,“ - განაცხადა რადას დეპუტატმა, იური დერევიანკომ.

საკასაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვის თარიღი ამ დროისთვის უცნობია. მოსამართლეთა კოლეგიის თქმით, აღნიშნულ თარიღს მიხეილ სააკაშვილს შეატყობინებენ.

მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი საქმის სასამართლო პროცესი 26 იანვარს გაიმართება.

ავტორი: ზურაბ ხვისტანი.

დღის ამბები