18 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
სანდრა რულოვსმა ზუგდიდში მცხოვრებ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტები და მედიკამენტები გადასცა

სანდრა რულოვსმა ზუგდიდში საშობაო საჩუქრები დაარიგა.

მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ 40 ოჯახს, პროდუქტების 100-ლარიანი ვაუჩერი და მედიკამენტები გადაეცათ. ასევე, შემწეობა მიიღეს მარჩენალდაკარგულმა პენსიონერებმაც.

საშობაო საჩუქრები ჰოლანდიური ფონდ " შარიპის" და "სოკოს" ეგიდით დარიგდა. 

„ეს არის ხალხი, ვისაც უჭირს, ვისაც წამლის ფული არ აქვს და მითუმეტეს საჭმლის ფული უჭირთ. შეშაზეც საუბრობენ ძალიან ხშირად და დღეს ჩვენ მათ ასლარიან პაკეტს ვაძლევთ. კიდევ გაგრძელდება,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

დღის ამბები