ატენის ქუჩაზე 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით დამატებითი განცხადებები გააკეთეს იმ ადმიანებმა, რომლებიც იქ საცხოვრებელს ელოდებიან.
დაზარალებულია დაახლოებით 190 ადამიანი, რომლებიც წლებია ელოდებიან ატენის 19 ნომერში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულებას და საკუთარი ბინების მიღებას.
დაზარალებულები ყვებიან, რომ ჯერ კიდევ 2007 წელს, როდესაც აღნიშნულ ტერიტორიაზე სამი კერძო ტიპის სახლი იყო, ინვესტორმა სახლის მაცხოვრებლებს ხელსაყრელი პირობების სანაცვლოდ სახლის დატოვება შესთავაზა.
2007 წელს ინვესტორმა საკუთარი ვალდებულება ვერ შეასრულა. ამის შემდეგ, ადგილობრივებმა აიღეს საკუთარ თავზე კორპუსის მშენებლობა და იმისათვის, რომ საბანკო ვალდებულებები გაესტუმრებინათ, აუცილებელი იყო, რომ კორპუსს კიდევ დამატებოდა სართულები. მათ ამისთვის ნებართვა დედაქალაქის მერიისგან მიიღეს.
ისინი აცხადებენ, რომ ამ საქმეში ყველაზე მეტად ისინი არიან დაზარალებულები, რადგან მათ წლებია ქირით უწევთ ცხოვრება.
„18 სართულია აშენებული. 18 სართული თუ არ უშლის არაფერს, უკვე აშენებულია 4-მა სართულმა რაღა დააშავა. რომ იძახიან 27 სართულია ასაშენებელიო, 5 სართული მიწაშია. 27 სართული არ არის, არის 22 სართული. ის ხალხი, ვინც ჩივის, განიცადოს რა არის უბინაობა, 10 წელიწადი რომ ბინა არ გაქვს. 4-5 ოჯახის გულისთვის, 30 ოჯახი ქუჩაში ვართ გამოკიდებული,“ - განაცხადა რამაზ ჯანაშიამ.