იაშვილის სახელობის კლინიკაში 6 წლის იუსუფ თალიბოვი მენინგოკოქცემიის ელვისებური ფორმით 24 საათში გარდაიცვალა. დაღუპულის დედა ყვება, რომ მის შვილს დაავადების არანაირი სიმპტომი არ ჰქონია და პროცესები უსწრაფესად განვითარდა. ექიმებმა 6 წლის იუსუფის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
გარდაცვლილი მარნეულის მე-8 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე იყო. სკოლაში სადაც ის სწავლობდა, დეზინფექცია ჩატარდა, კლასელების მშობლებთან კი სპეციალური შეხვედრა გაიმართა. ეს პროცედურები მომაკვდინებელი დაავადების გავრცელების საშიშროების მიზეზით განხორციელდა.
გარდაცვლილის ბებიის ინფორმაციით მძიმე დაავადების გავრცელების საშიშროების გამო ოჯახი ცხედარს არ მიაკარეს, რის გამოც სახლში სამძიმარი არ მიუღიათ. დაღუპული პირდაპირ სასაფლაოზე გადაასვენეს და დაკრძალეს.