18 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
აფეთქება ხარაგაულის მშენებარე სარკინიგზო გვირაბში - ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა უმძიმესია

ხარაგაულის მშენებარე სარკინიგზო გვირაბში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი მუშა უმძიმეს მდგომარეობაში თბილისში, რეანომობილით გამოიყვანეს. თავის, ხერხემლის, კიდურებისა და ნეკნების მრავლობითი დაზიანებით, დაშავებულებს შორის დავით მელქაძის მდგომარეობა ყველაზე რთულია.

ხერხემალი აქვთ დაზიანებული კიდევ ორ დაშავებულს, რომლებიც აფეთქების დროს ასევე გვირაბში იმყოფებოდნენ.

თვითმხილველები ყვებიან, რომ გვირაბში აფეთქება ორჯერ მოხდა. ისინი მხოლოდ ერთი აფეთქების შესახებ გააფრთხილეს. მეორე ნაღმი კი გვირაბში ისე აფეთქდა, რომ ადამიანები იქედან კომპანიას არ გამოუყვანია.

გამაფრთხილებელი ნიშნები სამშენებლო ობიექტის მხოლოდ აბრაზეა გამოკრული. სხვა მხრივ მუშების უსაფრთხოებაზე, როგორც დასაქმებულები ამბობენ, ჩინური კომპანიის წარმომადგენლები არ ზრუნავენ.

ტერიტორია დღეს შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს. დასკვნას ისინი კვირის ბოლოს დადებენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ამ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მუშები დაშავდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები