20 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
საქართველოში საერთაშორისო ექსპერტები ზამთრის კურორტების განვითარების პერსპექტივას შეისწავლიან

უახლოეს მომავალში საქართველოში საერთაშორისო ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც ქვეყანაში ზამთრის კურორტების განვითარების პერსპექტივას შეისწავლიან. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრემიერი ამბობს, რომ საბოლოო მიზანი, საქართველოში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის ჩატარებაა.

"განვიხილით საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობის განვითარება, პერსპექტივები, ასევე, სამთო ტურიზმის პერსპექტივები და გადაწყდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გამოაგზავნის საქართველოში ექსპერტთა ჯგუფს, რომლებიც შეაფასებენ დღეს არსებულ მდგომარეობას და მათთან ერთად განვიხილავთ განვითარების სტრატეგიას. საბოლოო მიზანი არის, რომ საქართველოში ჩავატაროთ ზამთრის სპორტული ოლიმპიადა," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

დღის ამბები