ქართველი პარლამენტარები ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ.
პარლამენტის ვიცე სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, უკვე ინიცირებულია რეზოლუციის პროექტი, რომელიც ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის აუცილებლობას გულისხმობს.
„ინიცირებული გვაქვს სპეციალური რეზოლუციის პროექტი, რომელმაც აქცენტი უნდა გააკეთოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგზე. ჩვენ გვინდა, რომ ამ საკითხს საპარლამენტო ასამბლეაში კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი. გვქონდა გასაუბრება ბატონ ლებორთან, რომელსაც კითხვა დავუსვით სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის აუცილებლობაზე. ის სრულიად იზიარებს, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება სწორედ ე.წ. ნაცრისფერ ზონებში, ევროსაბჭოს ტერიტორიაზე დამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასება,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ ახალი პრეზიდენტი აირჩია. საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გუშინ გაიხსნა.