გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას მამა დაკითხვაზე დაიბარეს.
ზურაბ ჭანტურია რუსთავის პოლიციის სამმართველოში ცოტა ხნის წინ მივიდა.
ჭანტურიას დაკითხვაზე შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. შესაბამისად, უცნობია თუ რა კითხვები აქვს გამოძიებას ჭანტურიასთან.
ზურაბ ჭანტურია გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმეზე უკვე მეორედ იკითხება. ჭანტურია პოლიციაში ადვოკატის გარეშე მივიდა.