აჭარაში წითელას რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფექციით, მხოლოდ იანვარში, 35 ადამიანია დაინფიცირებული. არც ერთი შემთხვევა მწვავე არ არის, თუმცა სპეციალისტები მოსახლეობას დროულად აცრების ჩატარების რეკომენდაციით მიმართავენ.
„ადამიანი, რომელიც არ არის აცრილი ან არ აქვს გადატანილი წითელა, ის კონტაქტის შემთხვევაში 100%-ით დაავადდება. სასურველია დაავადების გამომჟღავნების პირველივე საეჭვო ნიშნების დროს პაციენტის იზოლაცია, დროულად სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტი, კონტაქტში მყოფი ნებისმიერი პირის დროული ვიზიტი სამედიცინო დაწესებულებაში, ვაქცინაციის ჩასატარებლად და ყველა მშობელს მოვუწოდებთ, შეამოწმონ შვილის აცრის სტატუსი,“ - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნინო ნიჟარაძემ.