„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ლევან ხაბეიშვილი და ბესო შენგელია მუხიანის მეორე მიკრო რაიონში დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ. დევნილების საცხოვრებელი სახლის წინ „არქი ჯგუფი“ მრავალსართულიან კორპუსს აშენებს.
ადგილობრივებისა და პარტიის ინფორმაციით, მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული, შენობიდან სამშენებლო მასალა იყრება და მაცხოვრებლებს ბავშვების სათამაშოდ გამოშვების ეშინიათ.
„ნაციონალური მოძრაობა“ შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, დაიცვან დევნილების უფლებები.
„ეს არის „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირების ბიზნესინტერესები. „არქი ჯგუფთან“ დაკავშირებით ყველამ კარგად იცის, რომ ბიზნეს ინტერესები აქვს კახა კალაძეს, ბატონ წულაიას, რომელიც არის „ქართული ოცნების“ დეპუტატი პარლამენტში. შესაბამისად, მათზე არც კანონი და არც წესი არ ვრცელდება,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.