20 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
ხელისუფლებას არანაირი ბერკეტი არ აქვს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს - ექსპერტები უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვაზე

„ხელისუფლებას, რეალურად ფაქტობრივად, არანაირი ბერკეტი არ აქვს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს,“ - ასე აფასებს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი, გიორგი რუხაძე საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მომთხოვნთა რიცხვის გაზრდას.

ევროკომისიის ექსპერტთა ჯგუფი ევროპულ საბჭოს შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მოხსენებას წარუდგენს. სწორედ ამ მოხსენებაში გამოთქვამს უკმაყოფილებას ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა იმის გამო, რომ საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მომთხოვნთა რიცხვი გაიზარდა.

ექსპერტები ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხეს ვერ ხედავენ, თუმცა, აცხადებენ, რომ გაგრძელდება თავშესაფრის მოთხოვნა.

გიორგი რუხაძე აცხადებს, რომ თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის გაზრდას ბუნებრივად მიიჩნევს, რადგან სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში არ გაუმჯობესებულა.

„ხელისუფლებას, რეალურად, ფაქტობრივად, არანაირი ბერკეტი არ აქვს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს გარდა იმისა, რომ ქვეყანაში ვითარება უნდა გაუმჯობესდეს, უფრო მომხიბლავი უნდა იყოს ცხოვრება ამ ქვეყანაში და ნაკლები ადამიანი წავა სხვა ქვეყანაში დასარჩენად, სხვანაირად ხელისუფლება ვერავის ვერ აუკრძალავს, რომ უკეთესი საცხოვრებელი პირობები ეძებოს,“ - განაცხადა რუხაძემ.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის, თორნიკე შარაშენიძის თქმით, მოქალაქეების მიერ სხვა ქვეყანაში საცხოვრებლის მოთხოვნა ორი ფაქტორით არის განპირობებული, თავისუფალი მიმოსვლით და სოციალურ-ეკონომიკური გაჭირვებით.

„ორი ფაქტორის კომბინაციაა - თავისუფალი მიმოსვლა და სოციალურ-ეკონომიკური გაჭირვება. ხელისუფლებას თუ უნდა, რომ ხალხმა აღარ მოითხოვოს თავშესაფარი, უნდა გამოასწოროს ეკონომიკური ვითარება, რაც, როგორც ვხედავთ, ძალიან ძნელია, ამას ჯერჯერობით, საშველი ვერ დაადგა მთავრობამ უკვე 25 წელია,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ. 

დღის ამბები