30 სექტემბერი 2024,   07:38
ვრცლად
სოსო ოსორაულის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას მისი ძმა საკუთარი არხებით ცდილობს

ცოცხალია თუ არა სოსო ოსორაული, ამის გარკვევას მისი ძმა საკუთარი არხებით ცდილობს. ის რამდენიმე დღის წინ გერმანიაში ჩავიდა, სადაც მისი ძმის ადგილსამყოფელის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებას ცდილობდა.

კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის ოჯახი, კონგოში მყოფ ქართველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია.

„მინდა გამოვეხმაურო facebook-ზე დადებულ პოსტს, რომელიც ეხება სოსო ოსორაულს, სადაც ნათქვამია, რომ მე ველაპარაკე სოსოს. ეს ინფორმაცია არის ტყუილი და როცა კი იმის საშუალება იქნება, რომ მას მართლა დაველაპარაკები, ამას საზოგადოება გაიგებს,“ - ამბობს სოსო ოსორაულის ძმა გიორგი ოსორაული.

დღის ამბები