ამ წუთებში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში შეერთებული შტატებისა და კანადის სანაპიროა, სადაც ცუნამის განგაშია გამოცხადებული. მოსალოდნელი სტიქიის შესახებ გაფრთხილება შეერთებული შტატების მთელი დასავლეთ სანაპიროს, კანადის - ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციისა და ჰავაის კუნძულების მოსახლეობამ ძლიერი მიწისძვრის შემდეგ მიიღო.
8.2 მაგნიტუდის ბიძგები ალიასკის ყურეში დაფიქსირდა. სეისმოლოგების ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ კოდიაკიდან 280 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ცუნამიზე დაკვირვების ცენტრის პროგნოზით, მოსალოდნელია მასშტაბური ცუნამი. საფრთხის თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები ურჩევენ მოსახლეობას სანაპირო ზონები დატოვონ და მაღლობებს შეაფარონ თავი.