საქართველოს პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, ელჩ გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, კონფლიქტის დარეგულირების საკითხებსა და რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობაზე ისაუბრეს.
გიორგი მარგველაშვილმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობა და კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ეუთოს როლი განიხილა.