18 ნოემბერი 2024,   04:18
ვრცლად
სისტემური რეფორმა შსს-ში - უწყებაში დღეს ახალი დეპარტამენტის პრეზენტაცია გაიმართა 

სისტემური რეფორმა შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში დღეს ახალი დეპარტამენტის პრეზენტაცია გაიმართა. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ოჯახსა და ქალთა მიმართ ძალადობის დისკრიმინაციის და ტრეფიკინგის მიმართულებით იმუშავებს. დეპარტამენტის თანამშრომელთა შესარჩევად გამოცხადებულია კონკურსი.

„ძირითადი ფუნქცია ამ დეპარტამენტის იქნება ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების, ასევე დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, აგრეთვე ტრეფიკინგის გამოძიების ხარისხის მონიტორინგი,“ - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური დეპარტამენტის ჩამოყალიბებას მიესალმება.

„ჩვენ ამ სამსახურის მუშაობის მონიტორინგს გავაგრძელებთ და ცხადია, ჩვენი და სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ ეს სამსახური იყოს ეფექტური,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

დღის ამბები