22 ივლისი 2024,   17:46
ვრცლად
"თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრის საქმეს სასამართლო დღეს განიხილავს

წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა გასული ღამე ბექა წიქარიშვილმა. "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრის საქმეს სასამართლო დღეს განიხილავს. წიქარიშვილი გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მას შემდეგ დააკავეს, რაც სასამართლოს შესასვლელი კარის მინა ჩაამსხვრია - პროტესტი გიორგი გიორგანაშვილის განაჩენის გამოცხადებას მოჰყვა.

"თეთრი ხმაურის მოძრაობა" კი, ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას აანონსებს. მოთხოვნათა შორის გიორგი გიორგანაშვილის გათავისუფლებასთან ერთად, არის ბექა წიქარიშვილის მიმართ აღძრული საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლა, რათა ის სისხლის სამართლიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გადავიდეს.

დღის ამბები