მორიგეობის მესამე ღამე - ზუგდიდის ბაზრის გარე მოვაჭრეები მთელი ღამის განმავლობაში ზედამხედველობის სამსახურის რეიდს ელოდებოდნენ და დახლების დატოვებაზე უარს აცხადებენ.
მოვაჭრეების თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ალტერნატიული ადგილი ვაჭრობისთვის გამოუსადეგარია და შემოსავლის ერთადერთი წყაროს დათმობას არ აპირებენ.
პრობლემის მოგვარების გზებზე საუბრობენ "ევროპულ საქართველოში". პარტიის ლიდერები მოვაჭრეებს შეხვდნენ.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროგრამა, რომ მცირე ბიზნესი მთლიანად გათავისუფლდეს ყველა გადასახადისგან, რომ "დღგ" გადახდის მინიმალურმა ქვედა ზღვარმა აიწიოს 200 ათას ლარამდე და ამით კონკრეტული შეღავათები მივცეთ მცირე ბიზნესს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.