18 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
კონკურენციის სააგენტოს წინასწარი დასკვნა - ხეჩიკაშვილის კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო

კომპანია "სიტროენის" სარჩელზე, კონკურენციის სააგენტოს წინასწარი დასკვნა ცნობილია. გიორგი გაჩეჩილაძის სიძის კომპანიის ადვოკატის განცხადებით, სააგენტომ სარჩლი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 

ირაკლი კორძახიას თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი უწყებები ყველა იმ კომპანიის საქმიანობას შეისწავლიან, ვისზეც კომპანია სიტროენი, უკანონო ტენდერების გამო, პრეტენზიას აცხადებდა და მათთვის პრივილეგიების მინიჭებაზე საუბრობდა. 

„დასაშვებად ცნო 6 კომპანიის მიმართ ჩვენი საჩივარი. ეს არის ხეჩიკაშვილის სამი კომპანია და კიდევ დამატებით სამი კომპანია. ჩვენ 6 კომპანიის მიმართ ვითხოვდით მოკვლევის დაწყებას კარტელთან დაკავშირებით და ექვსივე კომპანიის მიმართ დაიწყო მოკვლევა.

"შესაბამისად, „სიტროენ ჯორჯია“ თვლის, რომ მან წარმატებას მიაღწია ამ ეტაპზე და მიგვაჩნია, რომ მოკვლევის შედეგადაც დადასტურდება ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ იყო კარტელი, იყო ფასების მომატება და ბიუჯეტისთვის მრავალმილიონიანი ზარალი,“ - განაცხადა გიორგი შარაშიძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ.

დღის ამბები