20 აპრილი 2024,   18:02
ვრცლად
ბექა წიქარიშვილს ორკვირიანი პატიმრობა შეეფარდა

მოძრაობა "თეთრი ხმაურის" აქტივისტს, ბექა წიქარიშვილს საქალაქო სასამართლომ 14 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

ბექა წიქარიშვილის ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამი მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის ხულიგნობა, სხვისი ნივთის დაზიანება და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა.

მოძრაობა "თეთრი ხმაურის" აქტივისტი თორნიკე ბზიავასთან ერთად, გუშინ სასამართლოს ეზოში დააკავეს, როცა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის გამოტანილი 8 წლიანი სასჯელის გამოცხადებას „ბახალას“ გულშემატკივრების პროტესტი მოჰყვა.

 

დღის ამბები