18 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
”კურიერის” ინფორმაციით, ოზურგეთის II საჯარო სკოლის მოსწავლეს პნევმატური იარაღი აღმოუჩინეს

”კურიერის” ინფორმაციით, მანდატურის თანამშრომლებმა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს პნევმატური იარაღი აღმოუჩინეს. „რუსთავი 2"-მა გაარკვია, რომ მანდატურის შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე შესულია.

ინციდენტი გუშინ მოხდა. სკოლის დირექტორი და დამრიგებელი მომხდარს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მოსწავლეს უცხო ნივთი მანდაურმა სკოლის გარეთ უპოვა.

„სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მე-10 კლასის მოსწავლეს სკოლის მანდატურმა უცხო ნივთი შენიშნა. ჩამოართვა, გამოიძახა მშობელი და მშობლის თანადასწრებით მოხდა შესაბამისი ქმედებები. უცხო ნივთი რა იყო, შესაბამისი სტრუქტურები ადგენენ,“ - განაცხადეს ოზურგეთის მეორე საჯარო დირექტორმა ფატი სიორიძემ.

საგამოძიებო უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა წერია მანდატურის მიმართვაში და აღმოუჩინეს თუ არა მეათე კლასელს იარაღი. 

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე. 

დღის ამბები