მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მეგობრები და მხარდამჭერები, მისთვის გამოტანილ განაჩენს მასშტაბური საპროტესტო აქციის გააპროტესტებენ. აქცია „თეთრი ხმაურის“ მოძრაობამ დაგეგმა.
გიორგი გიორგანაშვილი დღეს სასჯელაღსრულების ნომერ მერვე დაწესებულებაში ადვოკატმა მოინახულა. უფლებადამცველი ამბობს, რომ მსახიობისთვის მოულოდნელი იყო განაჩენი, რომელიც გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძემ გამოიტანა.
ადვოკატისთვის ჯერჯერობით სამართლებრივი დასაბუთება უცნობია, მას ჯერ დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაბარებია.
მსჯავრდებული მსახიობი მხარდამჭერებს ხვალ კანცელარიასთან დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
„აქცია რომ იგეგმება და ა.შ. ამაზე საქმის კურსში ჩავაყენე. ყველას მოუწოდებს აქტიურობისკენ, რომ ეს არ არის მხოლოდ მისი პრობლემა, ეს არის საზოგადო პრობლემა და ბახალა აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელზეც გადატყდა ჯოხი ამ შემთხვევაში და ამგვარი პრობლემით ათასობით ადამიანი იხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უაზროდ დიდ სასჯელებს.
"რაც შეეხება ჩადებებს, ეს კიდევ ცალკე თემაა. პრაქტიკულად ორმაგი მსხვერპლია იმიტომ, რომ პრაქტიკის მსხვერპლიც არის და უსამართლო კანონის მსხვერპლიც. შესაბამისად, ეს მხოლოდ მისი პრობლემა არ არის და ეს ყველა ჩვენგანის პრობლემაა,“ - განაცხადა გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.