20 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
ვხედავთ, რომ ამერიკელები თავხედურად აწვდიან საქართველოს არმიას ტანკსაწინააღმდეგო ”ჯაველინების” სისტემებს - ალექსადრე შირინი

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფების რუსული არმიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. კანონს დარბაზში მყოფმა 411-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

დოკუმენტი რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2017 წლის 31 მარტს გააფორმეს. ის ე.წ. მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ გაფორმებული შეთანხმების ნაწილია.

მოსკოვში განმარტავენ, რომ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ქვედანაყოფების რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლა ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების გაძლიერებას და არ დაუშვებს მომავალში სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს მხრიდან შესაძლო აგრესიას.

„რუსეთმა საკუთარი არმიის ძლევამოსილება დანიშნულებისამებრ უნდა გამოიყენოს. არ უნდა გვერიდებოდეს სხვა ქვეყნებში ჩვენი კონტინგენტის გაზრდა, მათ შორის მოკავშირე ქვეყნების ბიუჯეტის ხარჯზე. თუ ვხედავთ, რომ ამერიკელები თავხედურად აწვდიან საქართველოს არმიას ტანკსაწინააღმდეგო ”ჯაველინების” სისტემებს, მაშინ ჩვენც არ უნდა შეგვრცხვეს და საჯაროდ გავატაროთ მსგავსი ღონისძიებები მეგობარ ქვეყნებთან.

"იმის ნაცვლად, რომ ქვეყნებს მივცეთ კრედიტები და შემდეგ ვალი ვაპატიოთ, აჯობებს ამ თანხით დაგვიკვეთონ ტექნიკა და შემდეგ დემონსტრაციულად მივაწოდოთ შეიარაღება. განცხადებებით და ხისტი წერილებით ოჯახში წესრიგს ვერ დავამყარებთ, ამისთვის საჭიროა მხოლოდ შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა და მსოფლიოსთვის ჩვენი ძლევამოსილების დემონსტრირება,“ - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ფრაქციის წევრმა ალექსადრე შირინმა.

დღის ამბები