18 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
"უნდა იყოს კომფორტული და უსაფრთხო" - მაია ბითაძე ტაქსების რეგისტრაციის პირობებს განმარტავს

თბილისის მერის მოადგილე ტაქსების რეგისტრაციასთან დაკავშირებით კახა კალაძის ინიციატივას განმარტავს. მაია ბითაძე ამბობს, რომ ტაქსები რომლებიც დედაქალაქში გადაადგილდებიან, უნდა აკმაყოფილებდნენ ელემენტალურ პირობებს, როგორც ტექნიკურ მაჩვენებელთან მიმართებაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით. 

„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს, რომ ნამდვილად უნდა ამ საქმიანობის გაგრძელება, ექნება იმის საშუალება, რომ მიმართოს ძალიან მარტივი განაცხადით, პირადობის მოწმობის წარმოდგენით და მართვის მოწმობის წარმოდგენით ქალაქ თბილისის მერიას, რომელიც გასცემს შესაბამის ნებართვის, დამტკიცებული ნებართვის ფორმით და ამ ადამიანს ექნება ვალდებულება პირველ ეტაპზე, რომ მხოლოდ ტრაფარეტი ჰქონდეს. უნდა იყოს კომფორტული და უსაფრთხო ჩვენი თანამოქალაქისთვის, როგორც მანქანის ტექნიკური გამართულობის, მანქანის ვიზუალის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების თუ თვითონ მძღოლების უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მაია ბითაძემ.

აღნიშნულ ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ მძღოლები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ უმუშევრად დარჩენა ემუქრება, რადგან მკაცრი კრიტერიუმების შემთხვევაში, ისინი პირობებს ვერ დააკმაყოფილებენ.
 

დღის ამბები