თურქეთში, პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მასშტაბური სპეცოპერაციები ჩატარდა. ქალაქ მარმარისში სამი ქალი დააკავეს. მათგან ერთი საქართველოს, დანარჩენი ორი კი რუსეთის და უზბეკეთის მოქალაქეები არიან.
ერთ-ერთი ქალბატონი პროსტიტუციაში მანამდეც იყო შემჩნეული. მას სასამართლომ ჯარიმის გადახდა დააკისრა. სამივე ქალი დეპორტაციისთვის საემიგრაციო სამსახურს გადასცეს.
ოპერაცია მეძავების წინააღმდეგ ანტალიის რეგიონშიც ჩატარდა. სამართალდამცველებმა 10 სასტუმრო შეამოწმეს და პროსტიტუციის ბრალდებით 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.