30 დეკემბერი 2024,   19:54
ვრცლად
"გვაქვს ინფორმაცია, რომ გადასულია იქით მხარეს"-ნიკა საღირაშვილის დედა ერგნეთში უშედეგოდ დასრულდებულ შეხვედრაზე საუბრობს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა დასრულდა. მხარეებმა განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტები. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გააპროტესტა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და მავთულხლართების ინსტალაცია. პასუხის მოლოდინში კვლავ უშედეგოდ ელოდა შეხვედრის დასრულებას უგზო უკვალოდ გაუჩინარებული ნიკა საღირაშვილის ოჯახიც. საღირაშვილის დედა ამბობს, რომ მას კამერების ჩანაწერები არ აჩვენებს, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ მისი შვილი საოკუპაციო საზღვრის მიღმა გადავიდა.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ გადასულია იქით მხარეს. წყლის დასაწყვეტად არის ბავშვი წასული. ამდგარია სუფრიდან და წასულია წყლის დასაწყვეტად. კამერების ჩანაწერი არ გვაჩვენეს ჩვენ უბრალოდ თვითონ თქვეს, რომ არ დასტურდება,“-განაცხადა ნიკა საღირაშვილის დედამ, ინგა ბორცვაძემ.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ ნიკა საღირაშვილის საკითხს შეხვედრისას შეეხნენ, თუმცა არსებითად ამ საქმეზე ჯერ არაფერი შეცვლილა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელმა მურად ჯიოევმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მთავარი აქცენტი მისი მხრიდან გაკეთდა ქართული მხარის მხრიდან ოკუპირებული ცხინვალის მიმართ გასროლა.

„ყურადღება გავამახვილეთ, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ქართული მხარის მხრიდან სამხრეთ ოსეთის საკონტროლო პუნქტის მიმართულებით გასროლა. სროლები იყო ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი სოფლებიდან,“-განაცხადა ჯიევმა.

მორიგი შეხვედრა ერგნეთში პირველი მარტისთვის ჩაინიშნა. 

დღის ამბები