"საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები და პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები იყო საუბრის მთავარი თემა ბათუმში გართულ შეხვედრაზე.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს, ასევე მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა. ანა ნაცვლიშვილმა ცვლილებებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენელთა პოზიციები მოისმინა.
„ეს ხალხი რომ ყოფილიყო საკანონმდებლო პროცესში ჩართული, მართლაც დიდი შანსი იყო იმისა, რომ ის რეალური პრობლემები დამდგარიყო დღის წესრიგში, რომელიც აჭარის ტელევიზიას აქვს და არა მხოლოდ აჭარის ტელევიზიას, არამედ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ნაცვლად იმისა, რომ რისკის შემცველი, პრობლემური კანონპროექტი შემუშავებულიყო, შეიძლებოდა ამ ენერგიის ფასად ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯები გვქონოდა,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.