სამხედრო რეზერვის სისტემა იცვლება - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რეზერვის და მობილიზაციის სისტემა საჭიროებს სერიოზულ გარდაქმნას.
პრემიერი ამბობს, რომ ახალი კონცეფცია, ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობას და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას ითვალისწინებს.
„ახალი კონცეფცია, რომელიც არის შემუშავებული, ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობას ითვალისწინებს. სამობილიზაციო რეზერვთან ერთად აქტიური რეზერვის სამი სხვადასხვა სახე არის გათვალისწინებული ახალი კონცეფციის მიხედვით. ეს არის - ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო და ანაზღაურებადი და ჩვენ ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველოს მოქალაქემ თავისი ადგილი ამ სისტემაში ისე მოძებნოს, რომ ის არ მოწყდეს სამოქალაქო აქტივობას,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.