18 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
"გუშინ, რომ ჩამონგრეულიყო პასუხს ვინ აგებდა"-ნგრევის საშიშროების გამო სამმა ბაღმა მუშაობა შეაჩერა

თბილისის სამ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დღეს დილით მოულოდნელად შეწყდა - მიზეზი ექსპერტიზის დასკვნაა, რომლის მიხედვით შენობები ავარიულია და იქ ყოფნა სიცოცხლისთვის საშიშია.

ბაღების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება სააგენტომ გვიან ღამით მიიღო და შედეგად დღეს დილით საბავშვო ბაღებში მისული რამდენიმე ასეული აღსაზრდელი საერთოდ ღია ცის ქვეშ დარჩა. ამან კი ბუნებრივია მშობელთა უკმაყოფილება გამოიწვია. მშობლები ამბობენ, რომ ისინი წინასწარ არ გააფრთხილეს. მათ ასევე კითხვები აქვთ ბაღების სააგენტოს მიმართ. მშობლები ინტერესდებიან რატომ არ მოხდა შენობების შემოწმება ამ დრომდე როდესაც ბაღში არდადეგები იყო. ამასთან, მშობლები ითხოვენ, რომ არ მოხდეს მათი შვილების ჯგუფების დაშლა და აღმზრდელების შეცვლა და სააგენტომ დაუყოვნებლივ იქირაოს შენობა, სადაც საბავშვო ბაღი დროებით განთავსდება.

„გვაქვს კითხვები, სად იყვნენ აქამდე? გუშინ რომ ჩამონგრეულიყო ეს შენობა პასუხს ვინ აგებდა და ვინ არის პასუხისმგებელი ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე. და გვაქვს კიდევ ერთი მოთხოვნა მშობლებს და იმედა გაითვალისწინებენ, ბავშვების გადანაწილება ინდივიდუალურად კი არ მოხდეს სხვადასხვა ბაღებში, არამედ მოხდეს ჯგუფების გადაყვანა. ან უკეთეს შემთხვევაში მოხდეს კერძო სახლის ქირაობა, სადაც გადავა საბავშვო ბაღი,“ -განაცხადა ერთ-ერთმა მშობლებმა თეა მიხანაშვილმა.

მშობლები ამბობენ, რომ მათ ნაწილმა საბავშვო ბაღების დახურვის შესახებ ინტერნეტიდან გაიგო.

მუშაობა შეაჩერა თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღებმა. 

დღის ამბები