20 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
არის საშიშროება, რომ ხელში შეგვრჩეს დოკუმენტი, რომელიც ქალაქს ისევ ბეტონიზაციის პოლიტიკაში ამყოფებს - ნიკოლოზ ვაჩეიშვილი გენგეგმაზე საუბრობს

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსს ხვდება. შეხვედრაზე დედაქალაქის განვითარების გენერალურ გეგმას განხილავენ, რომელთან დაკავშირებითაც ოპოზიციას არაერთი შენიშვნა აქვს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ არსებული გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლებელია თბილისის მთავარ პრობლემად ისევ დარჩეს ქალაქის ქაოსური განაშენიანება. 

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ელის ქალაქს გამწვანებს მიმართულებით, რა პოლიტიკაა ტრანსპორტის განტვირთვის მიმართულებით, რა პოლიტიკაა მთლიანად პერიფერიისა და ცენტრის მიმართულებით, რა პოლიტიკაა კულტურული მემკვიდრეობისა და დაცვის გარეშე განაშენიანების ტერიტორიების მიმართების ჭრილში. გენგეგმა, პირველ რიგში, საზოგადოებისთვის კეთდება და არა არქიტექტორებისა და მერიის ჩინოვნიკებისთვის. ჩვენ უნდა მთავარზე ვისაუბროთ და არა დეტალებზე, დღეს არის იმის საშიშროება, რომ დეტალებს გადავაყოლოთ მთავარი და ხელში შეგვრჩეს ისეთი დოკუმენტი, რომელიც ქალაქს ისევ ქაოსურ მდგომარეობაში, ისევ დაურეგულირებელ კრიტერიუმებში და ისევ ამ ბეტონიზაციის პოლიტიკაში ამყოფებს,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია  "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.

ოპოზიციასთან ერთად, ქალაქის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს თბილისის მერსაც. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი, ირაკლი ბოლოთაშვილი ამბობს, რომ გენგეგმის განხილვის პროცესში ჩართულები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. 

„კონკრეტულად ვისაუბრებთ იმ ხარვეზებზე, რაც დავადგინეთ, ეს ჩვენ გამოვაქვეყნეთ. ძირითადად შეეხება ზონირების ნაწილს, ტრანსპორტის ნაწილს, განხორციელების ეტაპებს, ზოგადად გენგეგმის, იმისთვის, რომ იყოს ქმედითი დოკუმენტი და დასაბუთების ხარისხი იყოს მაღალი,“- განაცხადა ირაკლი ბოლოთაშვილმა. 

დღის ამბები