30 სექტემბერი 2024,   07:24
ვრცლად
ელტონ ჯონი კარიერას ასრულებს

ელტონ ჯონი კარიერას ასრულებს. განცხადება ამის შესახებ 70 წლის მუსიკოსმა ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ბრიტანელი მომღერალი ბოლო მსოფლიო ტურნეში 2018 წლის სექტემბერში გაემგზავრება და კონცერტების სერიას 2021 წელს დაასრულებს. გადაწყვეტილების მიზეზად ელტონ ჯონმა პრიორიტეტების შეცვლა დაასახელა. მომღერლის თქმით, მას სურს, რომ შვილებსა და ახლობლებს უფრო მეტი დრო დაუთმოს. ელტონ ჯონი კვირას გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე მაილი საირუსთან ერთად დუეტსაც შეასრულებს.

დღის ამბები