„კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, იღებს პრეზიდენტი და თვითონ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი,“ - ეს განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა გიორგი გიორგანაშვილის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით გააკეთა. სასამართლომ „ბახალას“ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ პრობლემა სისტემურია და მისი მოგვარება მხოლოდ ყველა მხარის ჩართვით შეიძლება.
„ძალიან მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს ჩვენ, რომ ერთ კონკრეტულ საქმეზე რეაგირება, ვერ მოაგვარებს იმ სისტემურ პრობლემას, რომელსაც ჰქვია რეპრესიული და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა. ამიტომ ყურადღების გამახვილება ყველა აქტორის მხრიდან არის აუცილებელი იმაზე, რომ სისტემურად შეიცვალოს მდგომარეობა,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.