რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების აღსადგენად გრიგორი კარასინი მთავარ პირობად საქართველოს მხრიდან კვლავ ახალი რეალიების აღიარებას ასახელებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში დაგეგმილ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე, გაზეთ "კომერსანტს" ვრცელი ინტერვიუ მისცა.
გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთს საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა სურს, მაგრამ არა აფხაზეთისა და ოსეთის ინტერესების ხარჯზე. ლავროვის მოადგილე უკმაყოფილებას გამოთქვამს რეგიონში ნატო-სა და შეერთებული შტატების ყოფნის გაძლიერების მიმართ და აცხადებს, რომ რუსეთს მხოლოდ მის საზღვრებთან სიმშვიდე სურს და სწორედ ამით ხსნის საკუთარი ბაზების არსებობას ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.
"ბაზები არის გარანტია, რომ ამ ორ ახალგაზრდა კავკასიურ რესპუბლიკას თავს არავინ დაესხმება და თუ დაესხმება, საკადრის პასუხსაც მიიღებს"- აცხადებს გრიგორი კარასინი.