აუდიტის დასკვნის მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს გადასვლა ნაქირავებ შენობაში მოხდა ნაჩქარევად და სათანადო ანალიზის გარეშე. შედეგად კი ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონი დოლარის ზედმეტი ხარჯი იქნა გაწეული.
ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, რომ იჯარით აღებულ შენობაში გადასვლა მოხდა იმის გამო, რომ თაბუკაშვილზე მდებარე შენობა სარფიანად, 9 მილიონ დოლარად გაიყიდა.
მინისტრის განცხადებით, ახალი შენობის აშენებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება კვლავაც არაა მიღებული.
„ალბათ, ამ კვირაში დავასრულებთ უკვე და მივიღებთ გადაწყვეტილებას ვახერხებთ თუ არ ვახერხებთ ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებულ შენობებში, რომ განვათავსოთ უკვე გაერთიანებული სამინისტრო. იმ შემთხვევაში თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმდაგვარად, რომ ვერ ვათავსებთ, ამ შემთხვევაში მშენებლობა უკვე ძალიან აქტიური ტემპით დაიწყება, იმ შემთხვევაში თუ განვათავსებთ, ამ შემთხვევაში ახალი სამინსიტროს შენობა არ აშენდება,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შენობის იჯარა, სადაც ამჟამად ეკონომიკის სამინისტროა განთავსებული, ბიუჯეტს წლიურად 900 000 დოლარი უჯდება.