ეკონომიკის სამინისტრო ბუნებრივი რესურსების მიმართულებით რეფორმის განხორციელებას გეგმავს. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით შემუშავდება სისტემა, რომელიც ბუნებრივი რესურსების უფრო ეფექტური გამოყენების საშუალებას შექმნის და ასევე მოხდება გარემოს დაცვა. რეფორმაზე ეკონომიკის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან ერთად იმუშავებს ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი.
"ეს მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი. დღეის მდგომარეობით ჩვენ საექსპორტო პოტენციალის და რეალური ექსპორტი სადღაც 30% -ზე მეტი მოდის სასაქონლო პროდუქტებზე და რა თქმა უნდა ჩვენი ამოცანა არის, რომ აღნიშნული პროდუქტების მიმართულებით მოხდეს მაქსიმალური დამატებითი ღირებულების შექმნა,“-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.