„ლეიბორისტული პარტია“ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. დღეს პარტიის ლიდერმა და მომავალ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატმა საარჩევნო შტაბი წარადგინა.
შტაბს გიორგი გუგავა უხელმძღვანელებს, ხოლო საპრეზიდენტო სპიკერი მიშა ქუმსიშვილი იქნება.
„თუ მთელი ქვეყანა არ გადაიქცა ბრძოლის შტაბად ოლიგარქიულ რეჟიმთან, თითოეული მოქალაქე, თითოეული ოჯახი, არ იქცა აუღებელ ციხესიმაგრედ, რომელსაც ვერ დააშინებენ, ვერ მოისყიდიან, ვერ გადაიბირებენ, ვერ დაატერორებენ, ვერ გააჩერებენ, ვერანაირი შტაბები ვერ გვიშველის,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.