18 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
დაღესტნელ სამოქალაქო აქტივისტს, მიკაელ კადიევს თავშესაფრის სტატუსის მინიჭებაზე საქართველომ უარი მესამედ უთხრა

დაღესტნელ სამოქალაქო აქტივისტს, მიკაელ კადიევს თავშესაფრის სტატუსის მინიჭებაზე უკვე მესამედ ეთქვა უარი. "ევროპულმა საქართველომ", ახალი კანონის ფარგლებში, დღეს კიდევ ერთხელ მიმართა განცხადებით ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ. სერგო რატიანის განცხადებით, კადიევს რუსეთში ექსტრადირება ემუქრება და სახალხო დამცველს ამ თემის დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

"მიკაელ კადიევის წინააღმდეგ ახლა იწყება ექსტრადირების პროცესი როგორც ხვდებით და ამიტომ ქართულმა საზოგადოებამ ეს აუცილებლად უნდა შეაჩეროს რადგან ქართული სახელმწიფოსთვის ეს იქნება სამარცხვინო ლაქა,"-განაცხადა სერგო რატიანმა. 

თავად კადიევიც განმარტავს, რომ დანაშაული, რომელშიც ბრალს რუსეთში სდებენ მას არ ჩაუდენია რადგან ამ დროს ის დაღესტნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

„ლტოლვილთა სამინისტრომ თავშესაფრის მინისჭებაზე უარი მითხრა და პასპორტიც გამიუქმა. ამტკიცებენ, რომ პოლიტიკური დევნა რუსეთში არ არის მაგრამ გახსენით ინტერნეტი და ნახავთ რა ხდება იქ. კრიმინალთან კავშირში მდებენ ბრალს თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთი არ აქვთ. 14 მოწმე მყავს რომ მკვლელობის დროს დაღესტნის ტერიტორიაზე ვიყავი. ხოლო დანაშაული რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა,“-აცხადებს კადიევი.

სამინისტროში კი განმარტავენ, რომ კადიევმა ვერ დააკმაყოფილა სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული კრიტერიუმები. 

დღის ამბები