გოგიტა დალაქიშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ბრალდებითაა დაკავებული.
კერძოდ, ის მოქალაქეს დაჰპირდა მისთვის საინტერესო კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებას და სანაცვლოდ 3 000 ლარი მოითხოვა. უწყება ოპერატიულ მასალასაც ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, გოგიტა დალაქიშვილი ერთ-ერთ პირს მისთვის საინტერესო კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 3 000 ლარი მოსთხოვა. სამართალდამცველებმა დალაქიშვილი თბილისში, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე თანხის აღების შემდეგ დააკავეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.