18 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში აქცია გაიმართა

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა ბათუმში. ერას მოედანზე გამოსული ადამიანების აზრით, საკანონმდებლო ორგანომ ნარკო პოლიტიკის შესახებ კანონი დროულად უნდა მიიღოს და ასევე, უნდა შეიცვალოს დღეს არსებული რეპრესიული სისტემაც.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სისტემას შესაბამისი უწყებები ბოროტად იყენებენ და მას მოქალაქეები ეწირებიან.

შეკრებილები „თეთრი ხმაურის“ ლიდერის ბექა წიქარიშვილის და მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ და სოლიდარობას უცხადებენ ყველა იმ ადამიანის, ვინც რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას ეწინააღმდეგება.

დღის ამბები