30 დეკემბერი 2024,   21:00
ვრცლად
ლაითური-ურეკის საავტომობილო გზის მერიის მონაკვეთი 70-მდე მძღოლმა გადაკეტა

ლაითური-ურეკის საავტომობილო გზის მერიის მონაკვეთი 70-მდე მძღოლმა პროტესტის ნიშნად ნახევარი საათით გადაკეტა. სატვირთო მანქანების მძღოლები, რომლებიც მშენებარე ავტობანს ინერტული მასალით ამარაგებენ, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

მათ ამ საავტომობილო გზით სარგებლობა აეკრძალათ. მძღოლები ამბობენ, რომ აკრძალვა მხოლოდ მათზე მოქმედებს, სამაგიეროდ ბიძინა ივანიშვილის კომპანიების კუთვნილი ტვირთმზიდები, მათ შორის ინერტული მასალით დატვირთულები, აკრძალულ მონაკვეთზე უპრობლემოდ გადაადგილდებიან.

აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ ასაქცევი გზით სარგებლობა პრაქტიკულად შეუძლებელია, რის გამოც 100-ზე მეტი ოჯახი შემოსავლის გარეშე რჩება.

„ივანიშვილი უნდა იყო მაინცდამაინც, რომ გაიარო ამ გზაზე? არ ვარ ივანიშვილი ბატონო, კუკულავა ვარ,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა მალხაზ კუკულავამ.

განმარტება ამ თემასთან დაკავშირებით გააკეთა ოზურგეთის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ.

„კარგად ვიცით, რომ გზის მშენებლობა საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. სულ ახლახანს იქნა რეაბილიტირებული გზის ეს მონაკვეთი, ამიტომ სანამ სასწორი არ დაიდგმება და სასწორი დაიდგმება ალბათ მომდევნო თვის შუა რიცხვებამდე, სატვირთო მანქანების მოძრაობა ვერ იქნება შესაძლებელი,“ - განაცხადა ირაკლი სირაძემ.

 

 

 

დღის ამბები