30 სექტემბერი 2024,   07:37
ვრცლად
აღმაშენებლის ხეივანში გზაზე მიმავალ "მერსედესს" ცეცხლი გაუჩნდა

ინციდენტი მოხდა დღის ბოლოს აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრთან ახლოს.
გზაზე მიმავალ მერსედესის მარკის ჯიპს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

მძღოლმა მანქანიდან დროულად გადასვლა შეძლო. ხანძრის შედეგად მანქანა მთლიანად დამწვარია. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, დეტალები მოგვიანებით უნდა გახდეს ცნობილი.

დღის ამბები