რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ "კარფურში" შეძენილი ქათმის სენდვიჩით მოწამლული პირები საავადმყოფოს სავარუდოდ, დღეს დატოვებენ. ექიმების თქმით, ყველა მათგანს სალმონელოზის დიაგნოზი დაუდგინდა.
სულ საკვებიდან ინტოქსიკაცია 16-მა მომხმარებელმა მიიღო, აქედან 6-ის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო.
სურსათის უვნებლობის სააგენტომ „თბილისი მოლში“ მდებარე ჰიპერმარკეტ „კარფურის“ მზა პროდუქტების განყოფილებას სენდვიჩების წარმოება დროებით აუკრძალა.
ვინ დაფარავს მკურნალობის ხარჯებს, უცნობია.