საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერის შეხევდრაზე განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო. ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ მაია გოიკოვიჩმა მადლიერება გამოხატა, საქართველოს მხრიდან კოსოვოს არ აღიარების გამო და თავის მხრივ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დააფიქსირა.
წერილის მიხედვით, სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი ცალკე საუბარში შეეხო ანატოლი ბიბილოვისა და პატრიარქ ირინეოს შეხვედრას და აღნიშნა, რომ მომხდარი სერბეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელია.
"სერბეთის საპატრიარქო კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არ იყო ოფიციალური შეხვედრა. ანატოლი ბიბილოვი ბოსნია-ჰერცოგოვინადან მოემგზავრებოდა და ის უწმინდეს ირინეოსს დასალოცად მიუყვანეს, როგორც რიგითი ქრისტიანი," - ნათქვამია განცხადებაში.