18 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
კომპანია „ჯეოსელს“ "სილქნეტი" ყიდულობს

კომპანია „ჯეოსელი“ იყიდება - სატელეკომუნიკაციო კომპანიას "სილქნეტი" ყიდულობს. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგების ღირებულება 153 მილიონი დოლარია, სწორედ ამ თანხას გადაუხდის "სილქნეტი" "ჯეოსელს".

ოფიციალურად სატელეკომუნიკაციო კომპანიამ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ მიაღწია შეთანხმებას „ჯეოსელის“ მფლობელ "თელია სონერასა" და "თურქსელთან".

„სილქნეტისა“ და „ჯეოსელის“ გაერთიანების შედეგად ახალი კომპანია უკვე ერთად შესთავაზებს აბონენტებს მობილურ, ფიქსირებულ, საკაბელო და ინტერნეტის მომსახურებას.

დღის ამბები