18 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
პატიმარ დაჩი ფელდმანის ოჯახის წევრებმა პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს

პატიმარ დაჩი ფელდმანის ოჯახის წევრებმა პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს. მათი მთავარი მოთხოვნა იმ პოლიციელების დასჯაა, რომლებმაც ფელდმანის განცხადებით, დაკავების შემდეგ მასზე ფიზიკურად იძალადეს.

ამ აქციით ოჯახის წევრები სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულს, რადგან ის უკვე 150 დღეზე მეტია, რაც შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.

დაჩი ფელდმანი დეკემბერში დააკავეს და პოლიციელებზე თავდასხმასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ბრალდება. მას 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

დღის ამბები