ბათუმი-სარფის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ამ დრომდე შეზღუდულია. გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივად არის შესაძლებელი.
ცენტრალური გზა გვიან ღამით რამდენიმე საათით გადაკეტილი იყო. ბათუმი-სარფის მიმართულებით საავტომობილო გზაზე ქვის ლოდები ჩამოცვივდა, რის შედეგადაც გზა გადაიკეტა.
დაზიანდა სატვირთო ავტომობილი, რომელიც სტამბოლიდან ყაზახეთის მიმართულებით მიდიოდა და სამშენებლო მასალები გადაჰქონდა. ქვის ლოდების გატანა მხოლოდ აფეთქების შემთხვევაშია შესაძლებელი.