18 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
პანკისის სპეცოპერაცია და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე - უხუცესები მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ 

პანკისში ერთი თვის წინ ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირების და მათი ხელმძღვანელების დასჯას ითხოვენ. ამ წუთებში დუისში 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სახლის ეზოში ადგილობრივები და უხუცესები არაინ შეკრებილი და ერთობლივ განცხადებას აკეთებენ.

პანკისის ხეობის უხუცესები საქართველოს მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ. ხასო ხანგოშვილის განცხადებით, პანკისის მოსახლეობას აინტერესებს, რა პროცესშია გამოძიება.

„შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ეს ანტიტერორისტული ოპერაცია იმდაგვარად ჟღერდება, თითქოს პანკისის ხეობაში მართლაც ტერორისტები იყვნენ, ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჰქონდეთ კავშირი და ა.შ. მართლაც შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ჩვენ რაღაც 6 ათასი ვართ და 6 ათასში 5-6 ტერორისტი, ძალიან ცუდად ჟღერს. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მკვლელობა მოხდა, როდესაც შეიძლებოდა ყოველგვარი ოპერაციის, ასეთი ძალადობრივი გზების გარეშე მოგვარებულიყო ეს საკითხი,“ - აცხადებს პანკისის ხეობის უხუცესი ხასო ხანგოშვილი.

კითხვებზე პასუხებს ირაკლი შოთაძისგან ითხოვს პანკისის ხეობაში იმამის წარმომადგენელიც.

„დღემდე ჩვენ არავინ არ შეგვხვედრია და არანაირი ინფორმაცია არ გვაქს ამ მიმართულებით თუ რა მიმართულებით მიდის გამოძიება. ჩვენ გვსურს შევხვდეთ გენპროკურორს და მისგან მოვისმინოთ კითხვებზე პასუხები,“ - აცხადებს მუსა გოდერძიშვილი.

დღის ამბები